შეხვედრა ცესკოს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან
2024 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულობის, არჩევნებში თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობასა და ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
სახალხო დამცველი და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებულ პროექტებს, ასევე, არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის დეტალებს გაეცნენ.