საკონსულტაციო საბჭო

საკონსულტაციო საბჭო წარმოდგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის სტრატეგიის და პრიორიტეტების განმსაზღვრელ სათათბირო ორგანოს, რომელის შემადგენლობაში საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად შედიან სახალხო დამცველის აპარატის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობა და დებულება დამტკიცებულია საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით (2015 წლის 21 ივლისის N186 ბრძანება). საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების საშუალებით, რომელიც 2 თვეში ერთხელ იმართება. სხდომებზე განიხილავენ კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიმდინარეობას და სახავენ სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება