დეპარტამენტის უფროსი - მიხეილ მინდაძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე- მაია მხატვრიშვილი
დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით.
დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- კანცელარია;
- ცხელი ხაზი;
- მოქალაქეთა მისაღები;
- განცხადებების/საჩივრების სახალხო დამცველის კომპეტენციასთან შესაბამისობის შემოწმება;
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
- კოორდინაციის გაწევა სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაინტერესებული პირების მიღების, კონსულტაციების მაღალი ხარისხით გაცემისა და აპარატში დოკუმენტბრუნვის გამართულ წარმოების პროცესზე;
- სახალხო დამცველის აპარატში უფლებადარღვევის შემთხვევებზე შემოსული განცხადებების პირველადი განხილვა, მათი სახალხო დამცველის კომპეტენციასთან შესაბამისობის შემოწმება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება.
- აპარატის საარქივო წარმოების უზრუნველყოფა.
- ცხელი ხაზის მეშვეობით დაინტერესებული პირებისთის მომსახურების გაწევა;
- სატელეფონო ცხელი ხაზის, დოკუმენტბრუნვის და საქმეთა მართვის (case-management) პროგრამული უზრუნველყოფის, გამართული, უწყვეტი და ხარისხიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- საკომუნიკაციო არხებით დაფიქსირებული შემთხვევების შეფასება და მათზე რეაგირების დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში ადგილზე გასვლის დროული ორგანიზება დასვენების დღეებსა და არასამუშაო საათებში;
დეპარტამენტი არსებითად განიხილავს განცხადება/ საჩივრებს:
- ინფორმაციის მიღების თაობაზე და ბავშვის უფლებათა საკითხებზე სასამართლო სხდომის დანიშვნის თარიღების შესახებ;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას პროცესუალური უფლებების სავარაუდო დარღვევისა და ბავშვის უფლებათა საკითხებზე სასამართლო განხილვის გაჭიანურების ფაქტებს;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დისციპლინურ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებას, გარდა სისხლის სამართლის საქმის განმხილევლი მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმეებისა;
- ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხებს;
- ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მიწოდების შეწყვეტასთან ან/და დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხებს, რომელიც საჭიროებს რეაგირებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან.