სახალხო დამცველის აპარატში დაცული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისათვის საჭიროა -info@pdo.ge-ზე გამოაგზავნოთ თქვენ მიერ ხელმოწერილი განცხადება, სადაც ნათლად იქნება მითითებული თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის შინაარსი.
ამასთანავე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმა:
- ელექტრონული სახით;
- მატერილაური სახით;
- დედანში გაცნობა.
ამ შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი არჩევანი დააზუსტოთ განცხადებაში, თუ რა სახით გსურთ ინფორმაციის მიღება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ განცხადება არ იქნება ხელმოწერილი, სახალხო დამცველის აპარატი იტოვებს უფლებას, არ გასცეს საჯარო ინფორმაცია, ვიდრე არ აღმოიფხვრება ეს ხარვეზი.