„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.“
სახალხო დამცველის აპარატის სერვისებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულია - უფლებადარღვევების პირველადი შემოწმების დეპარტამენტი.
დაინტერესებულ პირებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სერვისების მიღება შეუძლიათ როგორც დისტანციურ რეჟიმში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ისე ადგილზე, ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალურ ოფისში (თბილისი, აღმაშენებლის N80) ვიზიტორების მიღება და კონსულტაცია ამ ეტაპზე წარმოებს კვირაში სამი დღე, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 09:00-დან 18:00 საათამდე. ხოლო რეგიონულ ოფისებში, ყოველდღე 9:00-დან 18:00 საათამდე.
საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიმართვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დისტანციურ რეჟიმში ვებგვერდზე www.ombudsman.ge განთავსებული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (online chat), ასევე ელფოსტის info@pdo.ge / info@ombudsman.ge და ცხელი ხაზის 1481 მეშვეობით.
დისტანციური სერვისებით მომსახურება ხორციელდება ყოველდღე შაბათ-კვირის ჩათვლით დილის 9:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში, ხოლო წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ოჯახში ძალადობის, ბავშვის უფლებათა დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე გადაუდებელი რეაგირების საჭიროების შემთხვევაში ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია 24 საათიან რეჟიმში.