სტატისტიკის სამმართველო მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის ანალიტიკურ დეპარტამენტში. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. სტატისტიკის სამმართველო ანგარიშვალდებულია ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- სამმართველოს ფუნქციებია:
შიდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და წარმოება, გარე სტატისტიკური მონაცემების პერიოდული შეგროვება, დახარისხება და შესაბამისი თანამშრომლებისთვის გაზიარება, ასევე სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით ბიუჯეტის კონტროლი; - შიდა სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიის შემუშავება და პერიოდული განახლება (მასში ასახული უნდა იყოს გეოგრაფიული, შინაარსობრივი, თემატური, უფლებრივი და სხვა კომპონენტები);
- შიდა სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიის დოკუმენტის შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატის შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების მიღება, დახარისხება და დამუშავება და მათი მიწოდება სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით;
- არსებული შიდა დოკუმენტაციის, რეკომენდაციების და სხვა შიდა და გარე დოკუმენტების ერთიან სისტემაში განთავსება, რომელზეც წვდომა ექნებათ სახალხო დამცველის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებსაც. ასევე ამ ბაზის სრულყოფილი განვითარება;
- განზოგადებული საერთო შიდა სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ყოველკვარტლურად;
- სტატისტიკური ანგარიშების მომზადება პერიოდულად საჭიროებისამებრ შიდა მოხმარებისთვის ან შესაბამის სახელმწიფო/საერთაშორისო უწყებებში წარსადგენად;
- სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიის დოკუმენტის შექმნა და პერიოდული განახლება, ასევე სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა თემატური დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვა, შეგროვება, საჭიროების შემთხვევაში დახარისხება და შესაბამისი თანამშრომლებისთვის გაზიარება;
- საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ და სპეციალურ ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ბიუჯეტის პროექტის (და თანმდევი დოკუმენტაციის) ანალიზი, კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან და კოორდინაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან; საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული რეკომენდაციების შესრულების მიზნით (სადაც შესაბამისი სახსრების დამატებით გამოყოფა აუცილებელია) სამუშაო ფორმატის ორგანიზება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან;