სამმართველოს შესახებ

სამმართველოს ძირითადი ამოცანაა:

ა) სტრატეგიული სამართალწარმოების გეგმის შედგენა და მისი პერიოდული განახლება;

ბ) სტრატეგიული სამართალწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე;

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სტრატეგიული სამართალწარმოების გეგმის შედგენა და მისი პერიოდული განახლება;

ბ) სტრატეგიული სამართალწარმოების გეგმის შემუშავების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან მუდმივი კომუნიკაცია და პერიოდული

შეხვედრები;

გ) სტრატეგიული სამართალწარმოების გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება საქართველოს სახალხო დამცველისთვის/საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილისთვის;

დ) „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის (როგორც სარჩელით, ისე სასამართლო მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებით) დასაშვებობის საფუძვლების განსაზღვრა და მისი პერიოდული გადახედვა (საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით);

ე) სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპეტენციასთან დაკავშირებით, რომელიც

მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს მიაწვდის პრაქტიკულ ინფორმაციას აღნიშნული

უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე;

ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ზ) ინდივიდუალური განცხადების/საჩივრების განხილვა, რომელიც ეხება საკონსტიტუციო

სასამართლოსთვის მიმართვას;

თ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სარჩელით ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე (დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით) კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სარჩელით საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ორგანოთა შორის კომპეტენციის თაობაზე და სახალხო დამცველის პოზიციის წარმოდგენა;

კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სარჩელით საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე რეფერენდუმის ან

არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით (დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით);

ლ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე სასამართლო მეგობრის (amicus curiae) მოსაზრების წარდგენა იმ საქმეზე, რომელიც სახალხო დამცველის მიერ არის წარდგენილი (როგორც სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში, ისე ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე);

მ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დასწრება და სახალხო დამცველის პოზიციის წარმოდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველწლიური სამართალწარმოების პრაქტიკის განზოგადება და თემატური სტრუქტურული ერთეულებისათვის გაცნობა;

ო) საჭიროებისამებრ საერთო სასამართლოსთვის მიმართვა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით, როდესაც საკითხი კონსტიტუციურ-სამართლებრივია და განსახილველი საკითხი სხვა თემატური სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას არ მიეკუთვნება.

პ) სახალხო დამცველის აპარატის სახელით მონაწილეობა იმ შეხვედრებში/განხილვებში, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხილვასთან;

ჟ) სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული ნორმატიული აქტის სანაცვლოდ მისაღები ნორმის (ე.წ. დამძლევი ნორმის) შემუშავების პროცესში ჩართულობა;

რ) სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკიდან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)