რეკომენდაცია მსჯავრდებულისთვის გამოძიების ეტაპზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების დაბრუნების შესახებ
2025 წლის 26 ნოემბერს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს მსჯავრდებულისთვის გამოძიების ეტაპზე, ნივთიერი მტკიცებულებების სახით ამოღებული პირადი ნივთების დაბრუნების თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.