დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ტალახაძე
რეგიონული დეპარტამენტი არის ტერიტორიული ორგანო და წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დეპარტამენტისმიზანია
უფლებადარღვევის ფაქტების გამოვლენის უზრუნველყოფა საქართველოს რეგიონებში, სახალხო დამცველის მანდატის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობისათვის.
რეგიონული დეპარტამენტის ფუნქციებია:
- ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტების გამოვლენისთვის საინფორმაციო არხების შექმნა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
- ინდივიდუალური და სისტემური უფლებადარღვევების ფაქტების იდენტიფიცირება და დოკუმენტირება;
- სისტემური უფლებადარღვევების და პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირება;
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა დეპარტამენტის თანამშრომლების მეშვეობით, მათ შორის, რეგიონებში არსებული პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სხვა ტიპის დაწესებულებებში ვიზიტების, ადგილობრივ თვითმმართველობებში შეხვედრების და ბენეფიციარებთან კომუნიკაციის გზით;
- ღონისძიებების განხორციელება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით;
- სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისებში შემოსული კორესპონდენციის, განცხადების/საჩივრის და საქმესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მყისიერი მიწოდება ელექტრონულად დოკუმენტაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისათვის;
- სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისებში დაინტერესებული პირების მიღება, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ინფორმირება; თ) შეხვედრების გამართვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან, მათთან გამართულ შეხვედრებზე დასწრება იმ საკითხების გარშემო, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობასთან;
- სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.
რეგიონულ დეპარტამენტში შემავალი საქმიანობის ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და ზედამხედველობა ეკისრება რეგიონული დეპარტამენტის უფროსს. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მისი მოვალეობის შემსრულებელ პირს განსაზღვრავს სახალხო დამცველი.
რეგიონული დეპარტამენტის სამოქმედო არეალი ვრცელდება შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) იმერეთი,
ბ) რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი,
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა,
დ) სამეგრელო, ზემო სვანეთი,
ე) გურია,
ვ) კახეთი,
ზ) ქვემო ქართლი,
თ) შიდა ქართლი,
ი) სამცხე- ჯავახეთი,
კ) მცხეთა-მთიანეთი,
ლ) თბილისი.
ასევე, ამ დეპარტამენტს ექვემდებარებიან სხვადასხვა საგრანტო პროექტების ფარგლებში დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე დასაქმებული პირები.
რეგიონულ დეპარატმენტის ხელმძღვანელის ძირითადი სამუშაო ადგილია თბილისი.