დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურულ ერთეულს.
დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეწყობა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) საქართველოში თანასწორობის დაცვის სფეროში არსებული ეროვნული და საერთაშორისო აქტების შესრულების მონიტორინგის განხორციელება;
გ) რასის, კანოს ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის ხელშეწყობა;
დ) დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე მონიტორინგის განხორციელება.
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სახალხო დამცველის აპარატში შემოსული თანასწორობის დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება;
ბ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საკონსტიტუციო სარჩელის პროექტების მომზადება;
გ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამისი ნაწილების პროექტბის მომზადება;
ე) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
ვ) ადამიანის თანასწორობის დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით კანონმდებლობის და კანონპროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება;
თ) სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.
ზემოთაღნიშნულ უფლებამოსილებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით, 2014 წლის 22 აგვისტოს, N140 ბრძანებით სახალხო დამცველმა ჩამოაყალიბა თანასწორობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაც არის სახალხო დამცველს დაეხმაროს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებაში.
თანასწორობის დეპარტამენტი მუშაობას შეუდგა 2014 წლის 20 ნოემბერს.