რას გთავაზობთ

ვინ ვართ

საქართველოს სახალხო დამცველი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.

კარიერა

პროფესიული განვითარებისა და რეალიზების შესაძლებლობა სახალხო დამცველისათვის დახმარების გზით, ადამიანის უფლებების დარღვევების დროულ გამოვლენის, ეფექტურ რეაგირებისა და პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.

ღირებულებები

სახალხო დამცველის აპარატის, როგორც დამსაქმებლის, ღირებულებებია: მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, ღიაობა/გამჭვირვალობა, ადამიანის უფლებათა უზენაესობა, კვალიფიციური და პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისადმი, ურთიერთპატივისცემა კოლეგებს შორის.

რას გთავაზობთ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გთავაზობთ: საკუთარი საქმის პროფესიონალი, პროაქტიული, იდეალისტი/მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, კეთილსინდისიერი, პრინციპული, საერთო მიზნით გაერთიანებული თანამშრომლებით დაკომპლექტებულ გუნდს; ტოლერანტულ, ემპათიურ, მეგობრულ, სამართლიან სამუშაო გარემოს; აზრის გამოთქმის თავისუფლებას და დასაქმების სტაბილურობას; პოლიტიკურ და პროფესიულ თავისუფლებას; პროფესიული განვითარების მხარდაჭერას; ჯანმრთელობის დაზღვევას; კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებას;

კარიერულიწინსვლა

სახალხო დამცველის აპარატში კარიერული წინსვლის პროცესი არის გამჭვირვალე. შესაბამისად, თანამშრომლები მუდმივად ხედავენ, რა შესაძლებლობები არსებობს მათი კარიერული განვითარებისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ სამუშაო გარემოს და პროცესებს, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს გაიზარდონ როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)