შეხვედრა გაეროს ოფისის წარმომადგენლებთან
2024 წლის 9 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში, ისაუბრეს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის აღსრულების საკითხზე, ასევე ბავშვების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობაზე.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ფემიციდის შემთხვევების სტატისტიკას და აღნიშნა, რომ ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გაძლიერებას საჭიროებს.
ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე, ბორდერიზაციასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა ინსტიტუტებს შორის მრავალწლიან ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.