შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან
2024 წლის 12 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე საქართველოში მოქმედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ირინე ჩიხლაძემ მცხეთის საველე ოფისის მონიტორებს ფილიპ დეპრესა (ბელგია) და პოლ იენსენ მოუბოეს (დანია) სახალხო დამცველის აპარატის მანდატი, საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და რეგიონული ოფისების მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებების დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრეს და საოკუპაციო საზღვართან მცხოვრები ქალების წინაშე მდგარი ყოველდღიური საფრთხეები განიხილეს.
შეხვედრა ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის ფარგლებში გაიმართა.