სახალხო დამცველმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულება მოინახულა
2024 წლის 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, სადაც დაწესებულების დირექტორს და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა; ასევე, შეხვდა და ესაუბრა მსჯავრდებულებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს.
სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების საცხოვრებელი და საერთო სივრცეები, სამედიცინო ნაწილი, ვიდეოპაემნების და ციფრული უნივერსიტეტის ოთახები, სადაც ამჟამად ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.
სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად ატარებს მონიტორინგს პენიტენციურ და სხვა სახის დახურულ დაწესებულებებში.