ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან

2024 წლის 11 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰეიდი გრაუს შეხვდა.

შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარი გამოწვევები და სახალხო დამცველის აპარატის მანდატი განიხილეს. ისაუბრეს არჩევნების მიმდინარეობისას გამოკვეთილ დარღვევებზე და სახალხო დამცველის მიერ, უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ რეაგირებაზე.

მხარეები შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ პროექტებზე მუშაობის გაგრძელების პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)