სახალხო დამცველის მოადგილე ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლებს შეხვდა
2023 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ნათია ჯულაყიძე ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლებს უფროს მრჩეველს ნატალია მირიმანოვას და პროექტების ოფიცერს ედინ ელგსაიტერს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სახალხო დამცველის და ეუთოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ეროვნულ უმცირესობათა უფლებების მდგომარეობას საქართველოში, არსებულ გამოწვევებს. სახალხო დამცველის მოადგილემ სტუმრებს აპარატის მუშაობის პრინციპები, მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირებისა და მათი ანგარიშებში ასახვის მეთოდები გააცნო.
ნათია ჯულაყიძემ ეუთოს წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მხარეები ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზეც შეთანხმდნენ.