ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

21 მარტს, მრავალი სხვა ქვეყანის მსგავსად, ნოვრუზ ბაირამი საქართველოშიც აღინიშნება.

ნოვრუზი გაზაფხულის შემოსვლის, დღის უპირატეობის, სითბოსა და ბუნების გამოღვიძების დღესასწაულია, რომელიც საქართველოში ოდითგანვე აღინიშნებოდა (ამის დასტურს ვეფხისტყაოსანშიც ვხვდებით). ეს დღესასწაული განსაკუთრებით პოპულარული საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაშია.

ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ჩვენს მოქალაქეებს და მათთან ერთად ვიზიარებ ამ ახალი დღის დადგომის სიხარულს. გისურვებთ სიცივეზე სითბოს, სიბნელეზე სინათლის, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მთელ სამყაროში. ეს გამარჯვება დღეს ყველას მეტისმეტად გვჭირდება.

2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.


© ფოტო რეგინფო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)