სახალხო დამცველი რუმინეთის ელჩს შეხვდა
2023 წლის 8 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანი რუმინეთის ელჩს საქართველოში რაზვან როტუნდუს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ელჩს სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის პრიორიტეტები გააცნო. ისაუბრეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და რუმინეთის გამოცდილებაზე ამ მიმართულებით. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.