სახალხო დამცველი დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ
1918 წელის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელმა კრებამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ერთ-ერთი მთავარი დებულება, რომელიც დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა, ადამიანის უფლებებს ეხებოდა:
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა“.
ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარ მიზანს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა.