საინფორმაციო შეხვედრა ბავშვთა შრომის საკითხებზე
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, 2021 წლის 11 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლებმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს - ბავშვთა შრომის საკითხზე. შეხვედრას სოციალური მუშაკებიც ესწრებოდნენ.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ბავშვთა შრომა კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“ წარმოადგინეს, მიმოიხილეს ანგარიშის ძირითადი მიგნებები, მათ შორის, ქვეყანაში მოქმედი ბავშვთა შრომის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან; ისაუბრეს კვლევის დროს, რეგიონების მიხედვით გამოკვეთილ ძირითად ტენდენციებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა შრომის მიმართულებით არსებულ ვითარებას და ბავშვთა შრომის მიზეზებს.
მოსწავლეები სახალხო დამცველის მანდატით და საქმიანობის სფეროებითაც დაინტერესდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოები სისტემატურად მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მოსაქმეობის სამოქალაქო განათლების ამაღლებისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების მიზნით.