შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან
2023 წლის 21 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს და სამინისტროს მრჩეველს საქართველოს საკითხებში ფრანცისკა ალარიხს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე, უმცირესობების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე და სიძულვილის ენის პრობლემაზე.
ასევე, თამარ გვარამაძემ სტუმრებს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და აპარატის პრიორიტეტები გააცნო.