სიახლეები

სახალხო დამცველი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

2024 წლის 29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აზერბაიჯანის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ფეიგ გულიევს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე, ბილინგვური სწავლების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და 4+1 პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელიც არაქართულენოვან სტუდენტებს სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)