სიახლეები

საჯარო სემინარი თემაზე - ,,ადამიანის უფლებების დაცვა დახურულ დაწესებულებებში“

2023 წლის 22 მაისს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარეს თემაზე - „ადამიანის უფლებების დაცვა დახურულ დაწესებულებებში“.

სემინარზე ისაუბრეს საქართველოს პოლიციის სისტემაში, პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარებაზე ასევე, განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატი და საქმიანობა. მომხსენებლებმა სტუდენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2022 წლის ანგარიშის ძირითადი მიგნებები გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)