წინადადებები.

წინადადება ზოგადი განათლების მარეგულირებელ დოკუმენტებში კონფლიქტ-სენსიტიური სწავლებისა და მშვიდობის შესახებ განათლების სათანადო ასახვის შესახებ

2021 წლის 29 ივნისს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოთა რეცენზირების შინაარსობრივი კრიტერიუმების, ასევე მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში პედაგოგის მიმართ კონფლიქტ-სენსიტიური სწავლებისა და მშვიდობის კულტურის ფორმირებისთვის საჭირო ცოდნა/უნარების ასახვის შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტმა შეისწავლა აღნიშნული კრიტერიუმები და სტანდარტები და გამოავლინა, რომ მათში სათანადოდ არ არის ინტეგრირებული კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და მშვიდობის კულტურის ხელშემწყობი დებულებები, რაც ნაკლებ ეფექტურს ხდის ზოგადი განათლების წვლილს ქვეყნის კონსტიტუციითა და სახელმწიფოს სტრატეგიული დოკუმენტებით გაცხადებული მიზნის მიღწევაში, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით მოგვარების, ნდობის აღდგენისა და შერიგების შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)