შეხვედრები თელავში ადამიანის უფლებების სწავლებასთან დაკავშირებით
28-30 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვანცა დავითაშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა თელავში.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორებთან. შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხი სხვადასხვა ფაკულტეტებზე, განსაკუთრებით სამართლის მიმართულებით. გვანცა დავითაშვილმა სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ეფექტურ მექანიზმებზე და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე შეხვდა რეგიონის საჯარო სკოლების მასწავლებლებს, სადაც სახალხო დამცველის ჩართულობაზე ზოგადი განათლების საფეხურზე, მათ შორის, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესზე იმსჯელეს. განიხილეს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები და სამომავლოდ მასწავლებლებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების შექმნის საკითხი.
სკოლის მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრებზე ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და ადამიანი უფლებათა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, გაეცნო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ და ადამიანის უფლებების სწავლებასთან დაკავშირებულ სამუშაო სივრცეებსა და დეკორაციებს.
შეხვედრები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.