შეხვედრა ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის (DCAF) წარმომადგენლებთან
2024 წლის 12 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის (DCAF) დელეგაციის წევრებს გრაჟვიდას ჟასუტისს, ქრისტინა ჩერნეიუტს და რებეკა მიკოვას შეხვდა.
სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატი გააცნო; ისაუბრა ქვეყანაში სამხედრო პირების უფლებების დაცვის მდგომარეობაზე; ხაზი გაუსვა ვეტერანთა წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების აღმოსაფხვრელად თავდაცვის სისტემის საკანონმდებლო რეფორმის აუცილებლობას და აპარატის მუშაობას ამ მიმართულებით. განიხილეს ასევე, კონფლიქტურ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება.
შეხვედრაზე ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის სამართლებრივი და პოლიტიკური მოგვარების მიზნის მისაღწევად სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.