შეხვედრა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან
2024 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, სტრასბურგში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტს ვერონიკა ბილკოვას შეხვდა.
შეხვედრაზე ვენეციის კომისიასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.
ასევე ისაუბრეს კომისიის მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნის, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დასკვნისთაობაზე.