შეხვედრა ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან
2021 წლის 15 სექტემბერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ალბერტ იონსონს შეხვდა.
შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები, ოპოზიციურ პარტიებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების სავარაუდო შემთხვევები და სამართალდამცავთა მხრიდან არაეფექტური რეაგირების ფაქტები განიხილეს.
სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირის მისიას 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობისთვის; ასევე, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ომბუდსმენის მანდატი გააცნო ალბერტ იონსონს და სადამკვირვებლო მისიისთვის საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების მზაობა გამოთქვა.