სამუშაო შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან
2023 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.
თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის აპარატის სამუშაო სპეციფიკა, მიმდინარე საქმიანობა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სტრატეგიული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები მიმოიხილა.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის - „უსაფრთხოების სექტორზე გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა. პროექტი 2021 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მისი ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი სახალხო დამცველის აპარატია და მის ამოცანას ზედამხედველობის ინსტიტუტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს