სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებთან
2022 წლის 4 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი სამსახურებისთვის მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ აპარატის მანდატსა და საქმიანობის სპეციფიკაზე ისაუბრა. დისკუსიის დროს მონაწილეებმა აპარატთან სტრატეგიული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სსიპ საჯარო რეესტრის, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ იუსტიციის სახლისა და მათი სამსახურების, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებმა.
ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის შეთანხმების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.