სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია
2023 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეთნიკურ უმცირესობათა საბჭომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
ღონისძიების გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა აპარატის მჭიდრო თანამშრომლობას ტოლერანტობის ცენტრთან.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური და დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრები, ეთნიკურ უმცირესობებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პრეზენტაციას მოდერაცია ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა კობა ჩოფლიანმა გაუწია.
ღონისძიება გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.