სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შეხვედრა
2023 წლის 9 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ლელა ჯანაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, უწყების საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ლელა ჯანაშვილმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.