სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრები გამართეს
2022 წლის თებერვალ-ივლისის პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი ტალახაძემ, აპარატის რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად, თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირების გაცნობისა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრები გამართა კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრებზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აპარატის საქმიანობას და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებით სამომავლო გეგმებს გაეცნენ და რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატი მოწადინებულია ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ადვოკატირების გზით მოაგვაროს სისტემური და ინდივიდუალური პრობლემები.
მუნიციპალიტეტების მერებმა და შეხვედრაში მონაწილე პასუხისმგებელმა პირებმა სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის და სახალხო დამცველის რეკომენდაციების მაქსიმალურად შესრულების მზაობა გამოთქვეს.