ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში (DG NEAR)

ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში (DG NEAR) საქართველოს, მოლდოვისა და ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დიანა იაბლონსკას შეხვდა.

შეხვედრაზე, ძირითადად, ევროკავშირის 12 პუნქტიან გეგმაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით DG NEAR-ის წარმომადგენლები მთავარ გამოწვევად პოლარიზაციას მიიჩნევენ და მის შესამცირებლად ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობას უსვამენ ხაზს. გარდა ამისა, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აპარატის მანდატი, საქმიანობა და საქართველოში ადამიანისუფლებების დაცვის ზოგადი მდგომარეობა მიმოიხილა.

დირექტორატის წევრებმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევა მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ევროპული კომისიის მიერ საქართველოსადმი შემუშავებულ 12 პრიორიტეტში ერთ-ერთ პუნქტი სწორედ სახალხო დამცველის არჩევას შეეხებოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)