სახალხო დამცველი თურქმენეთის ომბუდსმენს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სამუშაო ვიზიტით თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისარი (ომბუდსმენი) იაზდურსუნ გურბანნაზაროვა, თურქმენეთის ომბუდსმენის მოადგილე ნური კომეკოვი და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ატაშე ბაგულ ქერიმოვა ეწვივნენ.
25 ივლისს თურქმენეთის ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს და სახალხო დამცველის მოადგილეებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა.
თურქმენეთის დელეგაცია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გაიმართავს სახალხო დამცველის აპარატის ცალკეულ ერთეულებთან, მათ შორის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებთან, გენდერის, ბავშვის უფლებათა, შშმ პირთა უფლებების, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და თანასწორობის დეპარტამენტების თანამშრომლებთან, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებთან.
სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისების თანამშრომელთა სამუშაო სპეციფიკის გასაცნობად დაგეგმილია ვიზიტი გორის ოფისში.