სახალხო დამცველი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთს შეხვდა
2023 წლის 16 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბათუმში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთს ადამ შანთაძეს შეხვდა.
სახალხო დამცველი გაეცნო სამმართველოს საქმიანობას, დაინტერესდა გამოწვევებით და საჭიროებებით, რომელიც მუსლიმი თემის უფლებრივ მდგომარეობას შეეხებოდა.
ლევან იოსელიანმა მუფთთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატისა და მუსლიმთა სამმართველოს მრავალწლიან თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ რელიგიური კონფესიებისთვის თანასწორი გარემოს შექმნა სახალხო დამცველის პრიორიტეტია.