სახალხო დამცველი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის შეხვდა
2024 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის ეტიბარ ემინოვს და შეიხ ფაიგ ნაბიევს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ტოლერანტულ გარემოს და სახალხო დამცველის საქმიანობას ქვეყანაში ტოლერანტული კულტურის დასამკვიდრებლად; განიხილეს მუსლიმური რელიგიური ნაგებობების საკითხი და სახელმწიფოს მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობა.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე, საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლზე.