სახალხო დამცველი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
2025 წლის 5 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ბოლო პერიოდის გამოწვევები და მათ დასაძლევად სახალხო დამცველის როლი და საქმიანობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სახალხო დამცველის წლიურ საპარლამენტო ანგარიშებში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე.
ბრიტანეთის ელჩმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ. მხარეები შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი ალექსანდრა შეპარდი.