სახალხო დამცველი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
2023 წლის 16 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დეტალებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.