ახალი ამბები

სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა

2023 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა.

საბჭოს სხდომაზე დამსწრეებმა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევები განიხილეს და ტოლერანტული კულტურის განმტკიცების მიზნით, სახალხო დამცველისა და რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა რელიგიათა საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობას და საბჭოს წევრებს თავისი სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)