სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვათა პანსიონის ხელმძღვანელს შეხვდა
2021 წლის 17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველსა და ბოდბის მთავარეპისკოპოსს, ნინოწმინდის ბავშვათა პანსიონის ხელმძღვანელს მეუფე იაკობს შორის გამართულ შეხვედრაზე პანსიონში არსებული ვითარება განიხილეს და სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდგომ სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, სოციალური მუშაკები ინტენსიურად იმუშავებენ პანსიონში დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შესაფასებლად. სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს ამ პროცესს და იმედს გამოთქვამს, რომ ამ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დროულად მოხდება მათი შესაბამის ადგილებში განთავსება.