სახალხო დამცველი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში კაორი იშიკავას შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში კაორი იშიკავას შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხები, ქალთა ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფემიციდის საკითხზე. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციის მიმართულებით აპარატის საქმიანობას.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას და მჭიდრო თანამშრომლობას ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.