ახალი ამბები

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

2023 წლის 15 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელსკლაუს ნეუკირჩს შეხვდა.

ბატონმა კლაუს ნეუკირჩმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა, წარმატება უსურვა და თავისი დიდი პატივისცემა გამოხატა სახალხო დამცველის ინსტიტუციის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მოქმედ კანონმდებლობასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციისთვის აუცილებლად გასატარებელ ცვლილებებზე ისაუბრეს. განიხილეს სოციალური უფლებების დაცვის მდგომარეობა, მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის რეფორმების მიმდინარეობა და სხვა საკითხები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)