სახალხო დამცველი აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
სახალხო დამცველის აპარატი 7-9 მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევს.
2023 წლის 17 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქციების მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და განუცხადა რომ აპარატი, თავისი მანდატის ფარგლებში, თვალყურს მიადევნებს მათ მიმართ მიმდინარე გამოძიების პროცესს.
სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს.
სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, დაიცვას ყველა ის მოქალაქე, ვინც ფიქრობს რომ ირღვევა მისი გამოხატვის უფლება ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო.