სახალხო დამცველი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტს შეხვდა
2023 წლის 24 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთში მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მართმადიდებლური ეკლესიის როლზე რეგიონის მაცხოვრებელთა მრავალეთნიკურობის გათვალისწინებით; განიხილეს ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მდგომარეობის საკითხებიც.
შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ახალქალაქის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზისტაძარი დაათვალიერა.