სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
2023 წლის 23 მაისს სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს მარკო ბოსნიაკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მხრიდან შესული სარჩელების ხასიათი და სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სტრასბურგის სასამართლოსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლოდ ამ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.