სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები გმობენ რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას
„საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრები გამოვხატავთ აღფრთოვანებას გმირი უკრაინელი ერისადმი და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი ფიქრი რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მსხვერპლისკენ, ოკუპაციის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ არის მიმართული.
ამავდროულად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ევროპულ დემოკრატიულ ოჯახში სრულფასოვანი დამკვიდრება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების ერთერთი უმთავრესი მიზანია - ესაა ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა როგორც წინაპართა, ასევე მომავალი თაობების წინაშე; ესაა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის, უსაფრთხოებისა და განვითარების საიმედო საფუძველი.
ამ მიზნისკენ სვლა და მისი აღსრულება საქართველოში ხელს შეუწყობს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, გააღრმავებს სამოქალაქო ინტეგრაციას, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს განათლების, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაცილებით მაღალი სტანდარტის დადგენას, შექმნის საუკეთესო წინაპირობას ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მშვიდობიანი და ტოლერანტული განვითარებისთვის.
ყოველივე აქედან გამომდინარე, საქართველოს მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.“
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო
- არნოლდ სტეფანიანი - საერთო-სამოქალაქომოძრაობა„მრავალეროვანი საქართველო“
- აგიტ მირზოევი - ჩართულობისა და განვითარების ცენტრი
- ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი
- მარი მიქოიანი - “GENERATION I”
- მარი არაქელოვა - ქართველ სომეხთა კავშირი
- ლეილა მამედოვა - საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირი
- სუსანა ხაჩატრიანი - საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია „შუშანიკ“
- მიხეილ ბორისი - საქართველოს უკრაინელთა ასოციაცია
- ლეილა სულეიმანოვა - აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი
- ვალენტინა მარჯანიშვილი - ქართულ-უკრაინული პრესის და წიგნის სახლი
- მიხაილ ავაქიანი -ასოციაცია „შენ“
- ნონა ხანგოშვილი - სათემო კავშირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“
- გარი აუგსტი - საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგი”
- რიმა გარიბიანი - „ღია საზღვრები“
- თამარ ბექაური - კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი
- მამული ნეშუმაშვილი - „უდი“
- ნაირა ბეპიევი - საერთაშორისო საზოგადოება „კავკასიური მოზაიკა“
- რეგინა იაკობიძე - საქართველოს ლატვიელთა სათვისტომო “ავე-სოლ”
- ლილი საფაროვა - ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა
- ევგენია კოტანიდი - საქართველოს ბერძენთა ფედერაცია
- ვან ბაიბურთი - გაზეთი „ვრასტან“
- ვენერა მარტყოფლიშვილი - კახეთის ბოშათა კავშირი “რომა”
- ქერიმ გუმბათლი - დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები
- დავით ადამოვი - საქართველოს ასურელთა ეროვნული კონგრესი
- ბორის სინიუკი - საქართველოს უკრაინელთა სათვისტომო "დნეპრი"
- განცხადებას ასევე უერთდება საზოგადოებრივი პლატფორმა „სალამი“
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო
- ქართველ მუსლიმთა კავშირი
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
- ხსნის არმია
- სახარების რწმენის ეკლესია
- წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
- დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
- ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
- ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
- სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია საქართველოში
- მეგობართა საზოგადოება
- სვედენბორგის რელიგიური საზოგადება.
- აჰმადია მუსლიმთა საზოგადოება
- ევანგელისტური ეკლესია
- ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
- ევაგელურ ლუთერული ეკლესია