ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის საბჭოებს შეხვდნენ

2023 წლის 19-28 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლები სოფიო რუსეცკი, ნინო იაკობიძე და გვანცა ხარატიშვილი მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდნენ და საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრისას სახალხო დამცველის წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს გენდერის არსსა და ძირითად ცნებებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციისა და მსხვერპლთა გაძლიერების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების როლი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)