საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
2025 წლის ივნისის თვეში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სოფიო რუსეცკიმ, გვანცა ხარატიშვილმა და ნინო იაკობიძემ, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ანდრანიკ ბაღდასარიანთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების (მერია/საკრებულო) წარმომადგენლებთან, ასევე, სოფლად მცხოვრებ ქალებთან შეხვედრები გამართეს.
შეხვედრების ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს გენდერის დეპარტამენტის საქმიანობაზე, განიხილეს ქალთა უფლებების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, ასევე, სოფლად მცხოვრები ქალებისგან მოისმინეს ინფორმაცია რეგიონში არსებული მიღწევების და გამოწვევების შესახებ.
შეხვედრების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რიგ მუნიციპალიტეტებში, ქალის როლთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებების გამო, კვლავ პრობლემურია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, უმეტესს სოფლებში ადგილობრივად მცხოვრები ქალების განსაკუთრებულ წუხილს ტრანსპორტზე მისაწვდომობა წარმოადგენს, რაც მათ ეკონომიკურ მონაწილეობას და ბაზისურ სერვისებზე წვდომას ართულებს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონებში შეხვედრებს ქალთა უფლებების თემაზე.