საქართველოს სახალხო დამცველი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ყველაზე მნიშვნელოვანი საერო და სახელმწიფოებრივი დღესასწაული. გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ დღის დადგომა შესაძლებელი გახადა თავისი თავგანწირვით!
1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი აცხადებდა, რომ „დღიდან საქართველოს ანექსიისა, ქართველ პატრიოტთა ოცნებას თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს შეადგენდა“. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადში საქართველოს ოკუპაცია კვლავ განხორციელდა და მხოლოდ 1991 წელს გახდა შესაძლებელი დამოუკიდებლობის აღდგენა.
ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფუნდამენტური ფასეულობა იყო. 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დეკლარილებულად აცხადებდა, რომ
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის მიწა-წყალზე ყოველი მოქალაქის, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა, პოლიტიკურსა და მოქალაქურს უფლებებს უზრუნველჰყოფს."
სწორედ ამ ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი მიზნისა და ვალდებულების შესრულების ზედამხედველობას ახდენს საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში.
ძალა ერთობაშია!
დიდება თავისუფლებას!